Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: უნილეველი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 668085_danarti_3390973.zip
შპს უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

მედიცინის ფაკულტეტზე, 37 (ოცდაჩვიდმეტი) საშტატო ერთეულზე:

პროფესორი - 11 (თერთმეტი) საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი - 5 (ხუთი) საშტატო ერთეული;
ასისტენტ - პროფესორი - 5 (ხუთი) საშტატო ერთეული;
ასისტენტი - 16 (თექვსმეტი) საშტატო ერთეული.

კონკურსი შეესაბამება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.

საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოოს ელექტრონულად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@unilevel.ge | hr@unilevel.ge

ღია კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

პირველი ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის პირველადი შეფასება (2025 წლის 20- 21 ოქტომბერი);
მეორე ეტაპი - დოკუმენტაციის შედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება (2025 წლის 21 - 23 ოქტომბერი),
მესამე ეტაპი - საჩვენებელი ლექცია-პრეზენტაცია (2025 წლის 24 - 27 ოქტომბერი);
მეოთხე ეტაპი - საბოლოო გადაწყვეტილების მიღება (2025 წლის 27 ოქტომბერი),

საკონკურსო დოკუმენტების მიღება შეწყდება 2025 წლის 20 ოქტომბრის 14:00 საათზე.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 28 ოქტომბერს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.unilevel.ge

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე