Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მომწოდებელი: თეგეტა აკადემია
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკის მიმართულებით.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1944

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში სასწავლო თემატიკების ჩატარება;
** მსმენელთა დასწრების აღრიცხვა წინასწარ განსაზღვრული ფორმით;
** მსმენელთათვის აქტივობებისა და მიღწევების შესახებ უკუკავშირის მიწოდება.
** სწავლის შედეგების შეფასების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გადაბარების უზრუნველყოფა;
** შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაციაზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმება;
** შეფასების უწყისის წარმოება და სწავლის შედეგის დასრულების შემდეგშესაბამისი პირისათვის მიწოდება;
** შეფასების მტკიცებულებების გადაცემა შესაბამის პირთან;
** დიაგნოსტიკისთვის საჭირო ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;
** მსუბუქი ავტომობილის ელექტრული სქემების წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
** მსუბუქი ავტომობილის აგებულებისა და ძირითადი აგრეგატების მუშაობის პრინციპის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა;
** მსუბუქ ავტომობილში გამოყენებული ელექტრო და ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპის ცოდნა.
** უშუალო ხელმძღვანელისა და აკადემიის ადმინისტრაციის მიერ მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში ინიცირებული სხვა დავალების შესრულება;
** შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი ცნობა (მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით).

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე