Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=668069&print=yes&view=jobs
 
მობილ. ამბულატორიის მძღოლი/აუთრიჩ მუშაკი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობილ. ამბულატორიის მძღოლი/აუთრიჩ მუშაკი
მომწოდებელი: ასოციაცია ქსენონი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი აცხადებს ვაკანსიას მობილური ამბულატორიის მძღოლის/აუთრიჩ მუშაკის პოზიციაზე.

სამუშაოს დაწყების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2025
დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
ხელფასი: 1022, 00 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
სამუშაოს შესრულების არეალი: სამეგრელო-ზემო სვანეთი (მობილური ამბულატორიის მომსახურების ფარგლებში)

ძირითადი მოვალეობები:

** მობილური ამბულატორიის ყოველდღიური მარშრუტების შესრულება;
** თანამშრომლების უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
** ლაბორატორიული ნიმუშებისა და დოკუმენტების დროული და უსაფრთხო მიწოდება პარტნიორ დაწესებულებებში;
** საწვავის ხარჯვისა და გარბენის აღრიცხვის ყოველდღიური წარმოება;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, პრობლემების დროული დაფიქსირება და საჭირო სარემონტო სამუშაოების ორგანიზება;
** ავტომობილის სისუფთავისა და ჰიგიენის შენარჩუნება;
** ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება მობილური ამბულატორიის მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ;
** ლოჯისტიკური დავალებების შესრულება ორგანიზაციის საქმიანობის მხარდასაჭერად.

მოთხოვნები და უნარები:

** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მობილური ამბულატორიის ან მსგავსი ზომის ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ გზებზე გადაადგილების გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: associationxenon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: "მობილური ამბულატორიის მძღოლი/აუთრიჩ მუშაკი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 1 ოქტომბერი, 2025.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით და შეინახება კონკურსის დასრულებამდე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ორგანიზაციის შესახებ:

"ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი" 2004 წლიდან საქმიანობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ორგანიზაცია ახორციელებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პრევენციულ პროგრამებს და ასევე ჩართულია C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: https://www.facebook.com/Xenon2004
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია