Робота для біженців з України
იურისტი/ადვოკატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი/ადვოკატი
მომწოდებელი: Lawverse
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
იურიდიული კომპანია "Lawverse" აცხადებს ვაკანსიას იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წერეთელი, სოხუმის ქ. 4-6ა
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათამდე);
შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით;
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
** სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.
** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
** სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა (აუცილებელია)
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულად და სასურველია ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) ქართულ ენაზე და ადვოკატის მოწმობის ასლი ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@lawverse.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.09.2025
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე