დასახელება:
1C ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მასტერ თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
"მარს - ვრიგლის" (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, დაწინაურების პერსპექტივით.
კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: http://master-trade.ge/home
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);
საწყისი ანაზღაურება: 1200-ლარიდან ზრდის პერსპექტივით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ფლობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს, და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|