დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი/მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი #38.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
ადგილების რაოდენობა: 1;
თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ძირითადი ამოცანაა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანი მხარდაჭერა, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებაში აქტიური ჩართულობა.
** უნივერსიტეტში ხარისხის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელებაში მონაწილეობა;
** საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასებისა და შიდა მონიტორინგის მხარდაჭერა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი (ანგარიშები, შიდა კვლევები, სტატისტიკური მონაცემები);
** აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
** ადმინისტრაციულ ერთეულებთან და აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობა ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში;
** საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მთავარი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, (სასურველია განათლების მართვის, სოციალური მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში);
** ხარისხის უზრუნველყოფის ან განათლების ხარისხის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 4 წელი, (უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაო გამოცდილების მქონე პირს);
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) თავისუფლად ფლობა;
** ანალიტიკური და წერითი უნარები;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (ქართულ ენაზე);
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17.10.2025
კონკურსის ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა,
** გასაუბრება, ტესტირება.
** შერჩევა;
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
** ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bnu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი", მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|