დასახელება:
სანიტარი/საოპერაციო სანიტარი
|
მომწოდებელი:
რუსთავის #2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
სს "რუსთავის N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის (საოპერაციო სანიტარი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: რუსთავი, მესხიშვილის N1ა
სამუშაო გრაფიკი: სრული/ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** განყოფილების დალაგება-დასუფთავების საშუალებით უზრუნველყოს სისუფთავე და წესრიგი;
** სამუშაო მასალებისა და დასასუფთავებელი საშუალებების მიღება, შენახვა, გახარჯვა;
** სამედიცინო ნარჩენების მართვა;
** გაუფრთხილდეს მის ხელთ არსებულ დაწესებულების ქონებას;
** სამედიცინო მასალებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირება: მედიკამენტების, ბიომასალის, სამედიცინო აღჭურვილობის გადაადგილება;
** დაიცვას გუნდური მუშაობის წესები;
** დაიცვას დაწესებულების შინაგანაწესი;
** შეასრულოს ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საშუალო განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული ეთიკა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV საფოსტო მისამართზე: hr.higia@gmail.com
|
|
|
|