Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Bioderma Georgia
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
შემოუერთდით "BIODERMA"-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში — ფრანგული დერმოკოსმეტიკური კომპანიის, NAOS-ის ნაწილს! როგორც Bioderma-ს, მსოფლიოს წამყვანი დერმოკოსმეტიკური ბრენდის, ოფიციალური დისტრიბუტორი, გთავაზობთ შესაძლებლობას იმუშაოთ მიზანმიმართულ, დინამიურ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოში.

სათაური: სამედიცინო წარმომადგენელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ეს არის საველე პოზიცია, სადაც პასუხისმგებელი იქნებით Bioderma-ს სამედიცინო და მეცნიერული ექსპერტიზის პოპულარიზაციაზე დერმატოლოგებსა და ექიმ-კოსმეტოლოგებთან. ასევე აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას პროდუქტის ტრენინგებში, სამეცნიერო დისკუსიებში და სამედიცინო განათლების ინიციატივებში სამედიცინო მენეჯერის ხელმძღვანელობით.

აღნიშნული პოზიცია არ გულისხმობს აფთიაქების მონახულებას — მთავარი ამოცანაა ჯანდაცვის პროფესიონალებთან- ექიმებთან, მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება და Bioderma-ს პროდუქციის დანიშნულების გაზრდა

ძირითადი ვალდებულებები:

** დერმატოლოგებისა და ექიმ-კოსმეტოლოგების რეგულარული მონახულება Bioderma-ს პროდუქციის პოპულარიზაციისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
** სამეცნიერო კომუნიკაციის მხარდაჭერა: კლინიკური მონაცემების, მოქმედების მექანიზმებისა და მკურნალობის პროტოკოლების მკაფიო და სანდო პრეზენტაცია.
** სამედიცინო ღონისძიებებსა და კონგრესებში მონაწილეობა და მათი მხარდაჭერა.
** ტრენინგების და პრეზენტაციების ჩატარება პროდუქტის სარგებლისა და სწორი გამოყენების ღრმა გაგების უზრუნველსაყოფად.
** ჩანაწერების, ვიზიტების და უკუკავშირის მართვა და განახლება.
** იპოვოს და დაამყაროს კონტაქტი წამყვან სპეციალისტებთან (KOL-ები) და იმ ექიმებთან, ვინც პოტენციურად დანიშნავს პროდუქტს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაციაში, მედიცინაში, დერმატოლოგიაში ან სხვა შესაბამის სამედიცინო მეცნიერებებში.
** აუცილებელია საველე სამუშაო გამოცდილება დერმატოლოგიის მიმართულებით.
** ძლიერი კომუნიკაციისა და პიროვნული უნარები; რთული მეცნიერული ინფორმაციის გასაგებად ახსნა-განმარტების უნარი.

რას გთავაზობთ: კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი.

კომპანიის ავტომობილი საწვავით, კომპანიის ტელეფონი და კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე biodermage@gmail.com და თემის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე