დასახელება:
ოფისის ასისტენტი - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
|
მომწოდებელი:
Borusan CAT
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"ბორუსან კატ" საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს სტაჟირების პროგრამას ოფისის ასისტენტის პოზიციაზე.
ბორუსან კატი გთავაზობთ გაიაროთ ანაზღაურებადი 3-6 თვიანი სტაჟირების პროგრამა ჩვენს კომპანიაში, დასაქმების პერსპექტივით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ზარების განხორციელება ჩვენს მომხმარებლებთან და შემომავალ ზარებზე პასუხი.
** ოფისი უწყვეტი ფუნქციორნირებისთვის საჭირო დავალებების შესრულება.
** დეპარტამენტებისა და აღმასრულებელი დირექტორის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
შესაძლებლობა გექნებათ:
** ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას.
** მიღოთ გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში.
** იმუშაოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად.
** გაეცნოთ ჩვენს შიდა სამუშაო პროცესებს.
** მიიღოთ ფიქსირებული ანაზღაურება.
** კომპანია უზრუნველყოფს სტაჟიორების ტრანსპორტირებასა და ლანჩს.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** შესანიშნავი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მეგობრული, ხელმისაწვდომი და პროფესიონალური ქცევა.
** გუნდში კარგად მუშაობისა და სხვებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
** ძლიერი სამუშაო ეთიკა და საიმედოობა.
** სწავლის სურვილი და საჭიროებისამებრ ახალი პასუხისმგებლობების აღების მიმღებლობა.
** მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პოზიტიური დამოკიდებულება და თანამშრომლებისადმი მხარდაჭერის ძლიერი სურვილი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancybmgcat@borusan.com - მეილის სათაურად გთხოვთ მიუთითოთ, რომ ოფისის ასისტენტის პოზიციაზე გსურთ დასაქმება.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|