დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
თერმოინდუსტრია
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ვაკანსია ღიაა ქალაქ თბილისში მდებარე ჩვენი ორი ფილიალისთვის.
კომპანია 13 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოში.
მისამართი:
** ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის # 108;
** ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გ. ამილახვარის #1;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის შესწავლა;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის გამზადება და მანქანაში ჩატვირთვა;
** მიღებული პროდუქციის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
** საწყობში პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა წესების შესაბამისად;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი.
მოთხოვნები:
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; გათბობა - გაგრილების სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფიზიკური აქტივობისადმი მზადყოფნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება კვირაში 1 დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას.
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: companyhr126@gmail.com
Subject-ში მიუთითეთ: "საწყობის თანამშრომელი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 ოქტომბერი
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|