Робота для біженців з України
ვებგვერდის და სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებგვერდის და სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: აგრონოვაცია
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
შპს "აგრონოვაცია" (AgroNova Ltd) არის აგრარული სექტორისთვის ისეთი თანამედროვე პროდუქტებისა და ტექნოლოგიების იმპორტიორი კომპანია როგორიც არის - წვეთოვანი და დაწვიმებითი სარწყავი სისტემები, სასათბურე ტექნოლოგიები, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების სათესლე მასალები. ჩვენი ქსელით ფერმერებს ასევე მიეწოდება მაღალი ხარისხის პესტიციდები და აგროქიმიკატები.

"აგრონოვაცია" აცხადებს ვაკანსიას ვებგვერდის და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** კომპანიის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების გვერდების მართვა:
** სოციალური მედიის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
** კომპანიის ბრენდების ცნობადობის შექმნა და გაზრდა;
** საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) და შემომავალი ტრაფიკის (inbound traffic) გენერირება;
** თემატური, ხარისხიანი კონტენტის შექმნა, განთავსება და მართვა;
** მომხმარებელთა ინტერესების მიხედვით თემების გამოვლენა;
** სარეკლამო ტექსტების შედგენა (copywriting);
** ვებ-გვერდზე და სოციალური ქსელების გვერდებზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** ციფრული და სოც. მედია პლატფორმების (Facebook Ads, Google AdWords, Google Analytics) ცოდნა;
** გამართული და პოზიტიური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინიციატივობა;
** კომუნიკაბელობა;
** პასუხისმგებლიანობა.

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა #130
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე office@agronova.ge და სათაურში მიუთითეთ: სოციალური მედიის მენეჯერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარდგენით, ჩვენ გვანიჭებთ უფლებამოსილებას განვახორციელოთ მათი დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე, რათა მომავალში შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების უპირობა დაცვა, ისევე როგორც ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მიღებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე