Робота для біженців з України
მონაცემთა მეცნიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა მეცნიერი
მომწოდებელი: ფინბიურო
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში ოპერირებს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მანქანური სწავლების მოდელების შექმნა კომპანიის მიზნების მისაღწევად;
** პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოდელისთვის საკითხების გავლა და შესაბამისი ამოცანის გადაჭრის გზის დასახვა;
** სტატისტიკური მოდელების გამოყენებით ანალიზის ჩატარება და კომპლექსური მონაცემების insight-ებში გარდაქმნა;
** მონაცემთა ინჟინერთან კოლაბორაციით მონაცემთა მოთხოვნების განსაზღვრა, მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა დოკუმენტაციის და მეტამონაცემების წარმოება;
** მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვა;
** მიმდინარე ტექნოლოგიური ტენდენციების კომპანიის მონაცემთა ინფრასტრუქტურაზე მორგება;
** ორგანიზაციის შიგნით ეფექტური კოლაბორაციის წარმართვა;
** ტექნოლოგიების განვითარებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა.

კომპეტენციები:

** Phyton-ში მუშაობის გამოცდილება;
** Shallow ML-ით სტრუქტურიზებულ დატაზე მუშაობის გამოცდილება;
** ML პრინციპების ცოდნა;
** სტატისტიკური ანალიზის პრინციპების ცოდნა;
** Deep Learning პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** SQL-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Git-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რელაციური მონაცემთა ბაზის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** DBT-ით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ETL პროცესების განვითარების გამოცდილება. Airflow-ში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** მეგობრულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონაცემთა მეცნიერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე