დასახელება:
კვების ობიექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კაფე
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
ბათუმში, ახლად გახსნილი კაფისთვის ვეძებთ გამოცდილ კვების ობიექტის მენეჯერს, გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი /პროფესიული განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და ობიექტის სამუშაო პროცესის დაგეგმვის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel);
** სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილება
** HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
** კვების ობიექტის ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
** მიმდინარე საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
** მომდევნო სამუშაო დღის დაგეგმვა და გეგმის მიხედვით შესაბამისი მითითებების მიცემა პერსონალისათვის;
** პერსონალის მოვალეობების შესრულების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** საჭიროებისამებრ, პერსონალს შორის ფუნქციათა ეფექტური გადანაწილება, მათთვის დახმარების გაწევა დაგეგმილი საქმის შესრულებისათვის;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
** ყველა სააღრიცხვო დოკუმენტის სწორი წარმოება და დროული მიწოდება ადრესატისთვის;
** ობიექტზე განსაზღვრული გარკვეული ტიპის ჟურნალების წარმოება;
** საკვების გასაცემ ხაზზე გატანამდე საკვების ორგანოლეპტიკური (ფერი, სუნი, გემო) თვისებების მკაცრი კონტროლი და დაგემოვნება;
** პროდუქციის დროული და სწორად განსაზღვრული რაოდენობებით შეკვეთა;
** მარაგების მიწოდების მომენტში მიღებული პროდუქტის ხარისხიანობის, ვადიანობისა და ეტიკეტირების კონტროლი;
** ობიექტზე ტექნიკის სწორად ექსპლუატაცია, ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
ანაზღაურება შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფიქსირებული ხელფასი +% ობიექტის რეალიზაციიდან
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** მეგობრულ და მყუდრო სამუშაო გარემოს.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე: foodarea2025@gmail.com
ან დარეკეთ ნომერზე: 599105870
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|