Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №37

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** შენობის შიდა და გარე დაზიანებების მონიტორინგი და პრობლემის აღმოფხვრა;
** შენობის უსაფრთხოების სისტემის, სიგნალიზაციისა და საკეტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის და სხვადასხვა კომუნიკაციების გამართულად მუშაობაზე ზრუნვა;
** ობიექტზე არსებული სხვადასხვა დეკორაციების განთავსებაში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: info@cea.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "თანამედროვე განათლების აკადემია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე