Робота для біженців з України
ფსიქოლოგი - ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ხაშური, "საზოგადოება ბილიკის" ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
** ბენეფიციარის მშობელთან მუშაობა, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე.
** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება/მუშაობა.
** შემთხვევის განხილვასა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** წერითი უნარ-ჩვევები
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com

** ავტობიოგრაფია/CV;
** სამოტივაციო წერილი;

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 ოქტომბერი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ფსიქოლოგის ვაკანსია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე