დასახელება:
საქმის მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
სტუდია 9
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი: http://www.studio9.ge/
"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებელი პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად, მომდევნო დღისთვის შესასრულებელი სამუშაოების გეგმის შედგენა.
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა.
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი.
** სამშენებლო გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება.
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი.
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი.
** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ.
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება.
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება ხელმძღვანელ პირებთან ერთად;
** უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების შესრულების უზრუნველყოფა;
** სამუშაოების განხორციელების კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა საჭირო აქტების მომზადება;
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი.
** რესურსების ოპტიმალური გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია.
** სამშენებლო მოედანზე სისუფთავის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სამშენებლო დოკუმენტაციის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|