Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: იაკობის ეზო
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"რესტორანი იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელის/შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადებაში, რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ
** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება
** სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება
** ეფექტური თანამშრომლობა სასტუმროს/რესტორნის გუნდთან

საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598325025.

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე