დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.
პოზიციის დასახელება: ბუღალტერი
მდებარეობა: დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერა:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** სალაროს და ბანკის ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
** საშემოსავლო და მოგების დეკლარაციის მომზადება
ძირითადი მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა
** უმაღლესი განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით
დამატებითი მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მუშაობის გამოცდილება ERP სისტემასთან
უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|