დასახელება:
ონლაინ გაყიდვების მენეჯერი/ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
RIDGID GLOBAL
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
კომპანია "RIDGID GLOBAL" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის/ქოლცენტრის ოპერატორის თაობაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაცია:
** განაკვეთი: სრული, 10:30-18:30
** ოფისი მდებარეობს თბილისში, დიღომში
** ანაზღაურება: 1200-2500 ლარი
გვესაჭიროება კადრი, რომელსაც აქვს:
** აქტიური ვერბალური კომუნიკაციისა და იმპროვიზაციის უნარი
** როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი
** დროის მართვის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მომსახურების პოტენციურ კლიენტებისათვის სატელეფონო შეთავაზება
** დაინტერესებული მომხმარებელთან მეილინგის პროცესის წარმართვა და სადემონსტრაციო ფოტო/ვიდეო მასალების გადაცემა
** საჭიროების შემთხვევაში პოტენციურად დაინტერესებულ პირებთან ოფისში ვიზიტი და ლაივ შეხვედრის ჩატარება
** მიწოდებული ბაზების დახარისხება და გაფილტვრა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება
** კლიენტების გამოკითხვა - კმაყოფილების განსაზღვრა
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ჰქონდეს ქოლცენტრში სამუშაო გამოცდილება
** უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი
** უცხო ენების ცოდნა არ არის მოთხოვნადი
** მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილი სადაც პრეტენდენტი დასაქმებული იყო ერთ წელზე მეტი ხნით
** შეეძლოს დამაჯერებელი საუბარი და სხარტი კომუნიკაცია
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: ridgidglobal@gmail.com
|
|
|
|