Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=667595&print=yes&view=jobs
 
ქსელის მენეჯერი - გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: კოკა-კოლა გურია
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის თანამდებობაზე გურიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოებაზე ზრუნვა;
** რეალიზაციის მენეჯერთან ერთად გაყიდვების მიმდინარე პროცესის რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
** რეალიზაციის მენეჯერთან ერთად თვიური/კვარტლური გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება;
** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება;
** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური სავაჭრო ობიექტებისთვის;
** აქციების მიმდინარეობის კონტროლი მაქსიმალური შედეგების მისაღწევად;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა პარტნიორ კომპანიებთან;
** აქტიური სავაჭრო ობიექტების შეკვეთების კონტროლი და მართვა;
** პრობლემური სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი;
** ქსელურ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების, მაცივრებში/თაროებზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** ახალი და პოტენციური სავაჭრო ობიექტების მოძიება, გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით;
** ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის მონიტორინგი;
** დებიტორული დავალიანებების და თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფის მუდმივი მონიტორინგი;
** მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში;
** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მოქმედი მართვის მოწმობა: B
** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალური, დისციპლინა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქსელის მენეჯერი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია