Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ყავის სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების (FRANKE, Bianchi, Schaerer, DR. Coffee, Astoria, SAECO) და ასევე, ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია მუდმივად ცდილობს იყოს ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული. ამ ეტაპზე ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს.

მთავარი მოვალეობები:

** ობიექტების მოძიება და გაყიდვების არხების განვითარება;
** გუნდის საქმიანობის მონიტორინგი და სამუშაო პროცესების ანალიზი/გაუმჯობესება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა და ახალი შესაძლებლობების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება;
** გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი;
** კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შემოტანილი და გადარიცხული თანხების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური/ან რუსული ენა საკომუნიკაციო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel);

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსების სისტემას შედეგების მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განსაზღვრული რაოდენობის საწვავით უზრუნველყოფას;
** ულიმიტო სასაუბროს;
** Fitpass-ის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2300 ლ (კვარტალური ბონუსით)
** ავტომობილის ცვეთის ღირებულება 250 ლ;
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00;
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი.

კომპანია თავის მხრივ მზად არის, გადაამზადოს შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info@mastercoffee.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან . ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მასტერ კოფი"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ჩვენი კარი შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტებისთვის ყოველთვის ღიაა!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე