Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=666869&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ავტომობილების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ავტომობილების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 666869_Annex_Tor_2215466.zip
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/
https://georgia.charita.cz/


უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (კომპანიები და ფიზიკური პირები) მონაწილეობის მისაღებად ტენდერში ავტომობილი (ები)ს შესყიდვაზე.

დანართები:

დანართი 1. განაცხადის ფორმა (ქართულ-ინგლისური)
დანართი 2. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა
დანართი 3: ტექნიკური დავალება
დანართი 4: წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:

დანართი 1. განაცხადის ფორმა (ქართულ-ინგლისური);
დანართი 2. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა.

განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. ავტომობილი (ები)ს ტექ. პასპორტი;
2. ავტომობილი (ები)ს ფოტოსურათები (მათ შორის კილომეტრაჟის ამსახველი), ასევე ე.წ. VIN კოდი;
3. ავტომობილი (ები)ს დაზღვევის დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

შეფასების კრიტერიუმები:

ფასი - 35%
გამოშვების წელი/ტექნიკური მდგომარეობა - 35%
გარბენი - 30%

შენიშვნა: ორი ავტომობილის შემოთავაზების შემთხვევაში ფასი არ უნდა აღემატებოდეს 91 000 ლარს. ერთი ავტომობილის შემოთავაზების შემთხვევაში ფასი არ უნდა აღემატებოდეს 45 500 ლარს.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - "ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება" და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები. CCR დიდ ყურადღებას მიაქცევს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 06 ოქტომბერი, 15:00 (საქართველოს დროით).

წინადადება: დანართები 1 (ქართულ ენაზე შევსებული) და 2, ასევე დამატებითი დოკუმენტაცია - PDF ფორმატში, ელექტრონულად უნდა იქნას გამოგზავნილი ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

არასრული და დაგვიანებით გამოგზავნილი წინადადებები არ განიხილება.

შენიშვნა:

** შესყიდვის ობიექტი გრანტის სახით უნდა გადაეცეს "ბენეფიციარს", რისთვისაც "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მყიდველმა (ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი) საქართველოს მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი საქართველოს მთავრობისგან მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას.
** CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.
** განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეულ განმცხადებლებთან დაკავშირება მოხდება ტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.
** CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს განმცხადებლებს, რომელთა შერჩევა არ მოხდა.
** CCRG იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს სატენდერო პროცესი ნებისმიერი ვალდებულების ან პასუხისმგებლობის გარეშე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია