Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=666220&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების შესაძლებლობების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების შესაძლებლობების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შესაძლებლობების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

პოზიციის მიზანი:

ამ პოზიციაზე დასაქმებული პასუხისმგებელი იქნება კომერციული შესაძლებლობების განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, რაც მოიცავს გაყიდვების გუნდისთვის სწავლებისა და განვითარების ეფექტური პროცესების მართვას, მათი უნარების გაძლიერებას და ბიზნესის შედეგების გაუმჯობესებას.

ძირითადი მოვალეობები:

სტრატეგია და სისტემური განვითარება

** გაყიდვების შესაძლებლობების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის ბიზნეს მიზნებთან და პეპსიკოს სტანდარტებთან შესაბამისობაში;
** ადგილობრივი საჭიროებებისა და გლობალური საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირება სასწავლო და განვითარების პროცესებში.

სწავლისა და განვითარების მართვა

** სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირება გაყიდვებისა და კომერციული გუნდებში;
** სასწავლო პროგრამების დიზაინი, განხორციელება და განახლება (ტრენინგები, ონლაინ მოდულები, ე.წ. blended learning);
** ახალი თანამშრომლების Onboarding პროგრამების შექმნა და მუდმივი დახვეწა;
** ტრენინგების პირდაპირი ჩატარება (პრაქტიკული, თეორიული, ქოუჩინგ სესიები).

შესრულების გაზომვა და ანალიზი

** სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის შეფასება (Kirkpatrick`s model, KPI-ები, ROI);
** ინდივიდუალური და გუნდური შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
** მონაცემებზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება გაყიდვების პროცესების გაუმჯობესებისთვის.

ველის აქტივობები და მხარდაჭერა

** სავაჭრო წარმომადგენლებთან და სუპერვაიზორებთან ერთად სავაჭრო წერტილებში ვიზიტები;
** გაყიდვების პროცესების რეალური დაკვირვება და გაუმჯობესების საჭიროებების დაფიქსირება;
** გუნდებისთვის უკუკავშირის მიცემა და სამოქმედო გეგმების ინიცირება.

Capability Building ინიციატივები

** გაყიდვების გუნდისთვის ახალი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების წამოწყება;
** საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ცოდნის მართვის პლატფორმების განვითარება;
** გუნდის მუშაობის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება პეპსიკოს გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში.

თანამშრომლობა და კომუნიკაცია

** მჭიდრო თანამშრომლობა HR, Marketing და Sales ლიდერებთან, რათა სასწავლო პროცესები ბიზნეს საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგოს;
** რეგულარული ანგარიშგება პროგრესისა და შედეგების შესახებ მენეჯმენტისთვის;
** ტრენინგებისა და განვითარების ინიციატივების პრეზენტაცია გუნდებთან მოტივაციის და ჩართულობის გაზრდის მიზნით.

ინოვაცია და ტექნოლოგიები

** თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და ციფრული პლატფორმების გამოყენება (e-learning, gamification, microlearning);
** სწავლებისა და შესრულების გაუმჯობესების ახალ მიდგომებზე მუდმივი მონიტორინგი და მათი დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში, ტრენინგების მართვასა ან Learning & Development მიმართულებით;
** სასურველია FMCG სექტორში ან საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების გუნდთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება (ველზე ვიზიტები, სუპერვაიზერებთან და სავაჭრო წარმომადგენლებთან თანამშრომლობა);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნის დონე - B2;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა, იმუშაოთ საერთაშორისო ბრენდებთან და მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის ბიზნესის განვითარებაში;
** დინამიურ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** კარიერული და პირადი განვითარების შესაძლებლობები;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორატიული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოაგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურად ("Subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "გაყიდვების შესაძლებლობების განვითარების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი, 2025 წელი.

კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია