Робота для біженців з України
გათბობა-ვენტილაციის პროექტირანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გათბობა-ვენტილაციის პროექტირანტი
მომწოდებელი: ალიანს ექსპერტი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
საპროექტო კომპანია შპს "ალიანს ექსპერტი" აცხადებს ვაკანსიას გათბობა-ვენტილაციის პროექტირანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ობიექტების (სკოლები, ბაღები, ადმინისტრაციული შენობები და სხვ.) გათბობა-ვენტილაციის ნაწილების მუშა ნახაზების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Autocad პროგრამაში მუშაობა კარგად.

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ჭაბუკიანის #2, სააკაძის მოედანთან
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: 2000-5000 ლარის ფარგლებში შესრულებული ფუნქციებიდან გამომდინარე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:​ allianceexpert91@gmail.com ​ და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "გათბობა-ვენტილაცია".​
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე