Робота для біженців з України
მეეზოვე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეეზოვე
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თბილისი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" არის ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც საავტომობილო ბაზარზე, 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ტოიოტას ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე ავტომანქანის მაღალ-პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ტოიოტას სერტიფიცირებული ხელოსნების მიერ ხორციელდება. "ტოიოტა ცენტრი თბილისის" შოურუმი და სერვისცენტრი, სრულად არის "ტოიოტა"-ს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული.

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მეეზოვის პოზიციაზე.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის განსაზღვრული გარე ტერიტორიის ყოველდღიური დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება;
** ტერიტორიის დაგვა, ნარჩენების მოცილება;
** გარე ტერიტორიაზე მდებარე ყველა ნაგვის ურნის დაცლა და მათი სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ნაგვის შეგროვება და განსაზღვრულ ადგილზე გატანა;
** ტერიტორიის მდგომარეობის მონიტორინგი და სისუფთავესთან დაკავშირებული ხარვეზების დროული დაფიქსება;
** სახიფათო ნარჩენების განთავსების ადგილის სისუფთავის კონტროლი და არარელევანტური ნივთებისგან განთავისუფლების უზრუნველყოფა (კარდონის ყუთები, პალეტები);
** იატაკის მანქანით შესაბამისი ტერიტორიის დასუფთავება;
** საჭიროების შემთხვევაში დასუფთავებასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებში ჩართვა (მაგ., თოვლის ან ყინულის მოცილება სეზონურად).

მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები):

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სისუფთავის სიყვარულით შესრულებული სამუშაო;
** ყურადღება დეტალების მიმართ და დროულად შესრულების უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა და გარე პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი და დისციპლინირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ;
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად (არ არის სავალდებულო).

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 116
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:00 - 16:00, შაბათ დღეს 08:00 საათიდან 14:00 საათამდე
** შესაძლებელია სამუშაო დროზე შეთანხმება.
** ანაზღაურება: 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1000 ლარი (ხელზე ასაღები), 3 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ 1400 ლარი (ხელზე ასაღები).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდში - ტოიოტას გლობალური სტანდარტების შესაბამისად.
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო, სადაც შედეგი ფასდება.
** სოციალური პაკეტი და თანამშრომელზე ორიენტირებული პირობები.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://toyota-tbilisi.com/
პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 (032) 2 511, +995 0322 52 20 22, info@toyota-tbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე