დასახელება:
დილერი - ტრენინგი
|
მომწოდებელი:
Grand Bellagio
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
საერთაშორისო კაზინოთა ჯგუფი "Grand Bellagio", აცხადებს მიღებას ანაზღაურებად ტრენინგზე დილერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - თბილისი
ტრენინგის დაწყების თარიღი 2025 წლის 13 ოქტომბრიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასაუბრო ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ტრენინგის მიმდინარეობა:
** მსურველები ადგილზე შეისწავლიან სამორინეში მიმდინარე სხვადასხვა თამაშის წესებს;
** ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილეები დასაქმდებიან კაზინოში დაწინაურების პერსპექტივით;
** ტრეინინგის პერიოდში გათვალისწინებულია კვება.
დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერულ განვითარებას;
** თანამშრომელზე ორიენტირებულ გარემოს;
** საუკეთესო ბენეფიტ პაკეტს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career@grandbellagio.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|