დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ემ ბი სი
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მისოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება, პროდუქტებსა და პროცედურებზე უტყუარი ინფორმაციის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, სწორად გადამისამართება;
** მისოს ჩატში, ელ-ფოსტასა და Facebook გვერდზე შემოსულ კითხვებზე დროული პასუხი;
** მომხმარებელთა კმაყოფილების/ლოიალურობის, ასევე მისოს პროდუქტებზე კვლევების წარმოება;
** მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის შესაბამისად;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და რთულ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
** მისოს საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, კლიენტების მოტივირება;
** მომხმარებელთა პრეტენზიების სწორად დაფიქსირება და შესაბამის პირებთან გაგზავნა
** სამუშაო პროგრამაში ინფორმაციის სწორად დაფიქსირება და დავალებების გადამისამართება
** ონლაინ განაცხადების მიღება და შესაბამის ადრესატთან დროული და სწორი გადამისამართება;
** ონლაინ განაცხადების ბაზების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** განვითარების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება;
** ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS office პროგრამების ცოდნა;
უნარ - ჩვევები:
** გამართული წერისა და მეტყველების, კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაწონასწორებული, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/5mfHHf4b და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
|
|
|
|