Робота для біженців з України
ფარმაცევტი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
PSP არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
PSP არის ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე ფარმაცევტული ქსელი.

კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქალაქ მარნეულში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700-900 ლარი + ყოველთვიური ბონუსი რეალიზაციის მიხედვით;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფარმაცევტული ზრუნვა და მაღალკვალიფიციური მომსახურება /ფარმაცევტული კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე