Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=665695&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

"ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორის
პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სამუშაო სივრცის ტექნიკურად გამართვა;
** მომხმარებლის სამუშაო სივრცის პროგრამულად გამართვა საჭირო პროგრამებით;
** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** კონსულტაცია სატელეფონო და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით;
** კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და რეაგირება;
** დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება.

პროფესიული უნარები:

** კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
** ქსელური სადენების და აპარატურული მონტაჟი.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (1 სთ შესვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1000 (ათასი) ლარი

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "IT დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია