Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მარგიო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კომპანია "მარგიო" — აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"მარგიო" - მრავალბრენდიანი ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო პროდუქციას და წარმატებით ოპერირებს საცალო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში. კომპანია სარგებლობს მომხმარებელთა მაღალი ნდობითა და პოპულარობით.

მდებარეობა: თბილისი, გორის ქუჩა N32-ის მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: სრული
სრული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობებს ძირითადი მოვალეობები
** მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდის მიზნით
** ბაზრის კვლევა: მომხმარებელთა საჭიროებების, ინდუსტრიული ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი
** სამიზნე ბაზრისა და აუდიტორიის განსაზღვრა
** ციფრული მარკეტინგის მართვა, მათ შორის:

o სოციალური მედია
o SEO/SEM o E-mail Marketing

** ვებსაიტების, ბლოგების, პრესრელიზებისა და სარეკლამო მასალების კონტენტის კურირება
** პროდუქტის გამოშვების, სარეკლამო კამპანიებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** გაყიდვების დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება (KPI, ROI, მეტრიკა)
** კომუნიკაცია სარეკლამო სააგენტოებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან
** მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვა და კონტროლი
** დეპარტამენტის წევრების როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა და სამუშაო პროცესის მონიტორინგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** აუცილებელია, მარკეტინგის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ცოდნა
** შესანიშნავი კომუნიკაციის, ლიდერობისა და პროექტების მართვის უნარები
** ანალიტიკური აზროვნებისა და მონაცემების ინტერპრეტაციის უნარი
** კრეატიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი

კონკურსის ეტაპები:

1. აპლიკაციების გადარჩევა
2. გასაუბრება
3. დავალების შესრულება — მარკეტინგული პროექტის მომზადება

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: margiotrade@gmail.com სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე