დასახელება:
ავტომობილების გაქირავების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Sixt
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
"Sixt" არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: https://www.sixt.com/
"Sixt" ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 2000 ლარი)
ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია უმაღლესი განათლება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის მართვის უნარები
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილის მომზადება გასაქირავებლად
** მომხმარებლებისთვის მაღალი დონის სერვისის გაწევა
** ავტოგაქირავების ხელშეკრულებების შედგენა, გაფორმება
** მომხმარებლებისთვის ავტომობილების გადაცემა და უკან ჩაბარება
** დამატებითი სერვისების გაყიდვა
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე customerservice@sixt.com.ge და subject-ში მიუთითოთ "ვაკანსია - ავტომობილების გაქირავების მენეჯერი".
|
|
|
|