დასახელება:
დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** კლიენტებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, დამატებით ვადებზე და პირობებზე შეთანხმება;
** გადახდების კონტროლი და დავალიანებების დაბრუნების მონიტორინგი;
** პრობლემური დავალიანებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება;
** ფინანსურ გუნდთან და გაყიდვების დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები ან ეკონომიკა);
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2 Level);
** დამატებით სხვა უცხო ენების ცოდნა უპირატესად ჩაითვლება.
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. უპირატესად ჩაითვლება ბანკი/მიკროსაფინანსო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/CLOavTgc
|
|
|
|