დასახელება:
ბუღალტრის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ენქიუ ჰოსპითალითი
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
ჩვენი კომპანია "ენქიუ ჰოსპითალითი" ეძებს პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტრის დამხმარეს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ბუღალტრული პროცესების მართვაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის შექმნა, სისწორის უზრუნველყოფა და ფიზიკური დაარქივება;
** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი *სახელფასო უწყისების მომზადება.
** დებიტორ-კრედიტორების ბალანსების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია მათთან.
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
** სალაროს კონტროლი.
** კომპანიის სხვადასხვა ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში ჩართულობა.
** კომპანიის ობიექტებზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კონტროლი.
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში ჩართულობა.
** საჭიროების შემთხვევაში უფროსი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა სახის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.
აუცილებელი ცოდნა & უნარები:
** ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** Microsoft Office (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** RS.Ge-ზე მუშაობის გამოცდილება. საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება (FINA ბუღალტერია, FINA კაფე-რესტორანი, FINA სასტუმრო). Micros/Opera-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე მიმართულებაში;
** დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას ბუღალტრული მიმართულებით;
** თანამედროვე პროგრამებთან და აუთსორს კომპანიის ბუღალტრებთან მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
დამატებითი ინფორმაცია:
კომპანიას ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას უწევს აუთსორს კომპანია. ბუღალტრის დამხმარემ უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წინასწარ განსაზღვრული წესით მიწოდება აუთსორს კომპანიის ბუღალტრისათვის.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|