Робота для біженців з України
1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

სს "საქკაბელის" მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები/პასუხისმგებლობის საზღვრები:

** სავაჭრო ობიექტების დახმარება პროგრამაში ინფორმაციის სწორად და ოპერატიულად გატარებაში;
** პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება; პროგრამაში ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია; დოკუმენტების გატარება და სხვ.
** შესყიდვების დოკუმენტის ფორმირება; / შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება და Rs.ge -ზე ატვირთვა; მომწოდებელი კომპანიის მიერ Rs.ge-ზე ატვირთული დაბრუნების თანხვედრის შემოწმება და დასტური და სხვ.
** რეალიზაციის, შეცვლის, დაბრუნების პროგრამაში ასახვა და შესაბამისი დოკუმენტების გამოწერა; ** შეკვეთების საფუძველზე რეალიზაციის გატარება, დაბრუნებების გაკეთება;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება; / საბოლოო ინვოისის მომზადება. / დოკუმენტაციის გაფორმებისა და ჩაბარების წესების დაცვა;
** ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება; / ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C 8.3 ოპერატორად მინიმუმ ერთი წლის მუშაობის გამოცდილება
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ტექნიკური განხრით ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა. განსაკუთრებულად Excel ის კარგად ცოდნა.
** Rs.ge მუშაობის გამოცდილება.

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 1C ოპერატორი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე