Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=665546&print=yes&view=jobs
 
სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი (ნეტ);
სამუშაო ადგილი: ავჭალა, გაგრის ქუჩა #2;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;

ძირითადი ვალდებულებები:

** სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ეტიკეტის შექმნა და ეტიკეტირების უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში წარმოებული ჩანაწერების კონტროლი;
** პროდუქციის ანოტაციის თარგმნა, მომზადება დასაბეჭდად და ბეჭდვა;
** სადერატიზაციო და სადეზინფექციო დოკუმენტაციის მომზადება, მოგროვება და კონტროლი;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში საოფისე მასალებისა და ინვენტარის შეძენა/ მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სასურსათო ტექნოლოგიების, კვება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლებით.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია