Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=665540&print=yes&view=jobs
 
B2B ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"მეგატექნიკა" უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, AEG, Philips, Delonghi და სხვა.

"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - B2B ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://www.megatechnica.ge

ძირითადი მოვალეობები:

** B2B გაყიდვების, გადაადგილების და სხვა ელექტრონული ოპერაციების შესრულება;
** B2B გაყიდვების და პარტნიორების ანალიზი;
** ბაზრის სიტუაციის ანალიზი;
** ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებთან (RS.ge) მუშაობა;
** საბითუმო დეპარტამენტის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა სხვა, კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** სხარტი და მათემატიკურ-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** შრომისმოყვარე და დისციპლინირებული;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "B2B ანალიტიკოსი".

"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია