დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
მედიქალ ვორლდი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.
"Medical World Spa&Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება: 1500
სამუშაოს აღწერა:
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** მასალების ჩამოწერა პროგრამაში;
** საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯების ასახვა პროგრამაში;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** დარიცხვა, გატარება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით;
** ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** პირველადი დოკუმენტაციის ბუღალტრულად დამუშავება,
** სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.
** საბანკო ოპერაციები
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილი ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (სუპერ-ფინის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდთან ეფექტური მუშაობის უნარი
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
ბენეფიტები: მნიშვნელოვანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)
კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://mlab.ge/
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|