Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი` - https://www.metropol.ge/ არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი
** მეგობრული სამუშაო გარემო - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00 სთ.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ჭავჭავაძის 29.
ანაზღაურება - ფიქსირებულად თვეში 1, 500 ლარი (NET).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა-გამასპინძლება;
** საკონფერენციო ოთახების დაჯავშნა;
** წერილობითი კორესპონდენციის მართვა - წერილების შესაბამისი წესით აღრიცხვა, შენახვა, გაგზავნა/მიღება);
** ოფისისთვის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა/შესყიდვა;
** ოფისის ნებისმიერი გაფუჭებული ან დაზიანებული ნივთების შეკეთების უზრუნველყოფა/მესამე პირებთან კომუნიკაცია;
** მიღება-ჩაბარებების შედგენა და ხელშეკრულებების გაფორმება;
** IT კომპანიასთან კომუნიკაცია და სწრაფი რეაგირება ტექნიკურ პრობლემებზე;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სახის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 სექტემბერი;

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: infopmi@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ოფისის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე