Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=665482&print=yes&view=jobs
 
ავტომობილის ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00-დან 19:00-მდე;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N 19;
ანაზღაურება: გამოსაცდელ ვადაში 1500 ლარი NET;

დასაქმებულებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას;
** Fitpass;
** პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების ზიანის ვიზუალური შეფასება;
** ავტომობილის დაზიანების მიხედვით შესაბამისი კალკულაციის შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: და პიროვნული მახასიათებლები:

** ავტომობილის ტექნიკური ცოდნა;
** ავტო სერვისში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ამერიკის წამყვან აუქციონებზე მონაწილეობის გამოცდილება; (COPART; IAAI)
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

ქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია