Робота для біженців з України
ექიმი თერაპევტი და ფიზიო-ექიმი - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი თერაპევტი და ფიზიო-ექიმი
მომწოდებელი: ბ და ნ ინვესტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
შპს "ბ და ნ ინვესტ" აცხადებს ვაკანსიას ექიმი თერაპევტი და ფიზიო-ექიმის (ექიმი ფიზიოთერაპევტ კურორტოლოგ-რეაბილიტოლოგი) პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. წყალტუბო
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის განსაზღვრა/მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** კვლევის შედეგების ზუსტი და სრული ასახვა შესაბამის დასკვნაში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** ფიზიო აპარატურების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ლიცენზიის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: e.tsiklauri@saga.ge

სასურველია კადრი იყოს ადგილობრივი ან ცხოვრობდეს მიმდებარე რაიონში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე