დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დრო
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: 2500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერიოდული ტექნიკური შემოწმების (პროფილაქტიკა) ჩატარება;
** დანადგარების გამართვა და მწყობრიდან გამოსული სისტემების/მექანიზმების აღდგენა;
** ელექტრო, მექანიკური და ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** საწარმოო სივრცის განათების, ელექტრო და წყლის სისტემების გამართულობის მონიტორინგი;
** საწარმოს შიდა სივრცის, საწყობების და დამხმარე ზონების ტექნიკური გამართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: info@geeg.ge (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).
გაცნობებთ, რომ კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
|
|
|
|