დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
იდეალი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
სავაჭრო ცენტრი "იდეალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 1600 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი + ბონუსი სისტემით), პლიუს ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი დ. აღმაშენებლის ხეივანი N71 სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამსახურებრივი მოვალეობა: სალაროს ოპერაციების და საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება (დ.ღ.გ. ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ).
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი, სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: უმაღლესი განათლება, კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა, ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, კომუნიკაბელურობა.
სტაჟირების ვადა: 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანაზღაურება თვეში 800 ლარი.
რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.
ელ ფოსტა: salevacancy@demasi.ge
ვებ გვერდი: http://www.demasi.ge/
|
|
|
|