Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: SmartPaw
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"SmartPaw" შეიქმნა იმისთვის, რომ შინაურ და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების საშუალებით გაამარტივოს.

SmartPaw აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ცხოველების ყოველდღიური ცხოვრება შესაძლოა გავხადოთ უფრო სასიამოვნო და სახალისო ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით.

ჩვენი ტექნოლოგიები და მომსახურებები მოიცავს:

** კვების ავტომატურ სისტემებს
** დაბანა-გრუმინგის მომსახურებას
** სხვა სპეციალიზებულ მიმართულებებს

ამჟამად, SmartPaw აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** დივაისების აწყობა და ტექნიკური დახვეწა
** ელექტრონული და მექანიკური ნაწილის დიაგნოსტიკა და გაუმჯობესება
** ტესტირება და პრობლემების აღმოჩენა/გადაჭრა
** ახალი იდეების შემოტანა პროდუქტის განვითარებისთვის
** ტექნიკური მხარდაჭერა

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (ინჟინერია, ელექტროინჟინერია ან სხვა მსგავსი სფერო)
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** გამოცდილება ინოვაციური დანადგარების წარმოებაში/შეკეთებაში ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გამოცდილებას ინოვაციურ სტარტაპში
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** მოქნილ სამუშაო პირობებს

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და სამუშაო დატვირთვის მოცულობით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: guga@smartpaw.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე