დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მაიამედი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
სამედიცინო სახარჯი მასალებისა და აპარატურის იმპორტიორი კომპანია "მაიმედი" (https://mayamed.ge/ka) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, მხატვრის ქუჩა 23
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ფუნქციები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზუსტი ცოდნა;
** ყოველდღიური გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** კომპანიის მძღოლთან კოორდინირებულად, შეკვეთების ვადებში და დროულად მიწოდებაში ჩართულობა;
** გაყიდული პროდუქციის გაწერა ფინაში და ნაშთების კონტროლი;
** გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ექიმებთან; პროდუქტის გაყიდვის შემდგომი ურთიერთობის შენარჩუნება;
** სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მონიტორინგი და მონაწილეობის მიღება, კონკურენტული პირობებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან სამედიცინო მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება სამედიცინო ან ჯანდაცვის სექტორში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროგრამა Fina-ს ცოდნა.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები:
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური ათვისების უნარი; (პროდუქციის მახასიათებლების, სამედიცინო ტერმინების და ა.შ)
** დარწმუნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში დაგხვდებათ:
** მხარდამჭერი გუნდი;
** კომფორტული, მეგობრული გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვა, კომპანიის მხრიდან;
** ტრენინგების დაფინანსება და სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული - 1500 ლარი + ბონუსი
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: office@mayamed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
|
|
|
|