Робота для біженців з України
ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "York Towers" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი, ორშ- 10:00-19:00სთ

ტექნიკური ზედამხედველი უზრუნველყოფს სარემონტო სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულების ზედამხედველობას. ასევე, სამშენებლო პროექტების პერიოდულ მონიტორინგს/ინსპექტირებას კონტრაქტორთან შეთანხმებული ჩასაბარებელი კონდიციის და გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კუთხით. პასუხისმგებელია სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და მონიტორინგზე, ხარჯების ოპტიმიზაციაზე, მასალების სწორად შერჩევაზე და სამუშაოების ტექნოლოგიურად სწორად მიმდინარეობაზე. ასევე, ხელს უწყობს კლიენტებთან კომუნიკაციას, მათი მოთხოვნების გათვალისწინებას და საბოლოო შედეგის გაუმჯობესებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვა და შესრულება
- პროქტის ჭრილში სამუშაოების დაგეგმვა, დროის ეფექტური გადანაწილება და შესრულების უზრუნველყოფა დაგეგმილ დროში, შესაბამისი ხარისხითა და ჩაბარების პირობების გათვალისწინებით
- პროექტთან დაკავშირებული დავალებების პრიორიტეტიზაცია და შესრულების უზრუნველყოფა
სამუშაო პროცესის მართვა და მონიტორინგი
- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხარისხისა და ტექნოლოგიური კონტროლი, ზედამხედველობა
- სამუშაო პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი, ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა
** კლიენტთან და მენეჯმენტთან კომუნიკაცია
- კლიენტის მოთხოვნების გაცნობა, გათვალისწინება სამუშაოს შესრულების დროს
- სამუშაოების მიმდინარეობის/ანგარიშის გაცნობა მენეჯმენტისთვის
- კლიენტისთვის ჩაბარების პროცესში ჩართულობა
** მასალებისა და დოკუმენტების მართვა
- რენოვაციისთვის საჭირო მასალების შერჩევა და შესყიდვის პროცესში მონაწილეობის მიღება (საჭიროების შემთხვევაში)
- ხარჯთაღრიცხვების შედგენა / გადამოწმება
- მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება საჭიროებისამებრ
- მცირე პროექტების (ბინების) 2D ნახაზებისა და 3D ვიზუალის შედგენა სამუშაოს დასაგეგმად
სიტუაციური დავალებები - მენეჯერის მიერ განსაზღვრული დამატებითი დავალებების შესრულება საქმიანობის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამშენებლო ან/და რენოვაციის მიმართულებით
** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო ინჟინერიის, პროექტების მართვის ან მსგავს სფეროში
** სამშენებლო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა
** AutoCAD, ArchiCAD-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** რესურსების და ხარჯების დაგეგმვის უნარი
** გამართული კომუნიკაცია
** გუნდური მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი
** რენოვაციისთვის საჭირო პროდუქტების ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე - vacancy@yorktowers.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს (CV) გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისთვის: თქვენი განაცხადის შეფასება, აღნიშნულ პოზიციაზე თქვენი შესაბამისობის განსაზღვრა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის მართვა. ეს მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ასევე გააუქმოთ თქვენი თანხმობა - რაც არ იმოქმედებს თანხმობის გაუქმებამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე