დასახელება:
გლობალური ფონდის პროგრამების ფინანსების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გლობალური ფონდის პროგრამების ფინანსების სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე).
სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" 2014 წლიდან ახორციელებს აივ შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამებს.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 (ერთი)
ანაზღაურება: შეთანხმებით
განაცხადების მიღების ვადა: 10.09.2025-25.09.2025
მისამართი: 0198 თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №99
ელფოსტა: hr@ncdc.ge
ტელეფონი: 116001
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური, ეკონომიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ტრენინგები პროექტის ფინანსების მართვის სფეროში (მიენიჭებათ უპირატესობა);
** ორწლიანი სამუშაო გამოცდილება აღრიცხვის, ანგარიშგების ან/და აუდიტის მიმართულებით;
** საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდარტების ცოდნა, მათ შორის საჯარო სექტორის სააღრიცხვო სტანდარტების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
** სააღრიცხვო პროგრამებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესია ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება); MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** სავალდებულოა ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** დისციპლინა და საიმედობა.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** ფინანსური აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფა ადგილობრივი კანონმდებლობის და დონორის მოთხოვნების შესაბამისად;
** სააღრიცხვო ჩანაწერების წარმოება ERP სისტემაში (MS Dynamic AX) (მათ შორის: მარაგები, გრძელვადიანი აქტივები);
** სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების განხილვა, გაწეული ხარჯების პროგრამის მიზნებთან შესაბამისობის დადგენა; მონიტორინგის განხორციელება;
** რეკონსილაციის ანგარიშების მომზადება;
** პროგრამისათვის საჭირო სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
** პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების შესახებ საქმისწარმოება არსებული ელექტრონული სისტემის საშუალებით;
** ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა გლობალური ფონდისთვის წარდგენის მიზნით; მათ შორის ანგარიშგებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** ცენტრის ფინანსური დეპარტამენტისათვის ინტეგრირებული ფინანსური ანგარიშების, საბალანსო უწყისების მომზადებაში ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად;
** გარე აუდიტორებისთვის დახმარების აღმოჩენა მათი მოვალეობების შესრულების პროცესში;
** პროგრამების მენეჯერების დავალებით ტექნიკური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა დეტალური ბიუჯეტის შემუშავების მიზნით.
** დონორის რეგულაციების განახლებების მიდევნება და ფინანსური სახელმძღვანელოების პერიოდულ გადახედვაში მონაწილეობა;
** პროგრამის საჭიროებისამებრ ფინანსური მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ: გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ncdc.ge.
** რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომი);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ;
** მიუთითეთ რეკომენდატორის გვარი და სახელი, თანამდებობა, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.
გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
კონკურსის ეტაპები:
** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე.
კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|