Робота для біженців з України
მიმღების თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: Onex Georgia
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "ონექს ჯორჯია" ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ მიმღების თანამშრომელს ბათუმში.

ეს პოზიცია მოიცავს მომხმარებლების ადგილზე დახვედრას, მათთვის ამანათებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და ამანათების გაცემას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა დახვედრა და ინფორმაციის მიწოდება ადგილზე;
** მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა/გადამოწმება შესაბამის დეპარტამენტებთან;
** ამანათების გაცემა.

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და პროფესიონალური მიდგომა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** ქართული და ინგლისურის ცოდნა მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა- სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას - 800 ლარი
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს (კვირაში 40 საათი)
** პროფესიულად განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს

თუ თქვენ თვლით, რომ აღნიშნული პოზიცია თქვენთვის შესაფერისია, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@onex.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ: მიმღების თანამშრომელი - ბათუმი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე