Робота для біженців з України
სასაწყობე პროცესების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობე პროცესების ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე პროცესების ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ რომ შეგიძლია:

** არაკომერციულ მოთხოვნილ პროდუქციაზე განაცხადების და შეკვეთების წარმოება SAP-ში
** გახარჯული/გამოყენებული არაკომერციული საქონლის კონტროლი, შესაბამისი აქტების კეთება და ბუღალტერიაში ადმინისტრირება ჩამოწერა და ა.შ.);
** არსებული ძირითადი საშუალებების გადაწერა პასუხისმგებელ პირებს შორის;
** პროგრამაში არაკომერციულ საწყობებზე ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის დანაკლისის და/ან ზედმეტობის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (ინფორმაციის მიწოდება უშუალო უფროსისთვის);
** წუნდებული და/ან დაზიანებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საწყობის მიმართულებით გამოცდილება;
** SAP პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1931

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე