Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: NBC group
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
არქიტექტურული კომპანია NBC group, რომელიც 2012 წლიდან საქმიანობს არქიტექტურის და ქალაქგეგმარების მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით არქიტექტურული პროექტის დამუშავება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული მოთხოვნების გათვალისწინებით და სათანადო ნახაზების მომზადება.
** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება.
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;

კომპანიის მოთხოვნები:

** უმაღლესი არქიტექტურული განათლება (მინიმალური დონე - ბაკალავრი);
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: ArchiCAD, Lumion;
** ჩაითვლება უპირატესობად: 3ds Max, SketchUp, Twinmotion, Photoshop, AutoCAD;
** Microsoft Office პაკეტის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კრეატიული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** განვითარებაზე და კომპანიის მიზნებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება განისაზღვრება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევა;
** განაცხადის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტები:
** CV- დეტალური ინფორმაცია პროგრამებისა და გამოცდილების შესახებ.
** პორტფოლიო - მინიმუმ 5 პროექტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nbc_group@yahoo.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ: ვაკანსია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე