დასახელება:
მოძრავი მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
ოჯახური
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
პირობები და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე) + ბონუსი გეგმაზე მიბმულად;
** ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია: 250 ლარი;
** საწვავი - ყოველკვირეულად, გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** პროფესიული განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებში პერიოდული ვიზიტი მარშრუტის მიხედვით (გრაფიკის დაცვით);
** პროდუქციის სწორად განლაგება სავაჭრო სივრცეში - ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** სავაჭრო ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი და განახლება საჭიროების მიხედვით;
** პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა თაროებზე, სტენდებზე და პრომო ზონებში;
** ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქტის ამოღება და შესაბამისი ანგარიშგება;
** სარეკლამო მასალების (POSM) განთავსება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების წარდგენა სავაჭრო ობიექტებში;
** ფოტო ანგარიშგების წარმოება განლაგებულ პროდუქციასა და აქტივობებზე;
** შეკვეთების მიღება დაშვებული ობიექტებიდან და გადაცემა შესაბამის რგოლთან;
** ყოველდღიური ანგარიშგება ზედამხედველთან სამუშაოს შესრულების შესახებ;
** ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი;
** თანამშრომლობა გაყიდვების, ლოჯისტიკისა და მენეჯმენტის გუნდთან.
სავალდებულო მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე;
** ახალი ობიექტების ათვისებისა და პროდუქციის ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (აუცილებელია)
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა, ინიციატივის უნარი და მობილიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და სანდოობა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს
თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი 2025 წელი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|